The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბარბალე იანვარაშვილი

ბარბალე იანვარაშვილი
დაბადების თარიღი:30 დეკემბერი, 1908
გარდაცვ. თარიღი:27 აგვისტო, 1995  (86 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაქო.

1917-1929წწ. სწავლობდა ქ. ბაქოს კონსერვატორიაში.

 1928-1937წწ. მუშაობდა ბაქოს ქართულ დრამატულ თეატრში; 1938 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო თბილისის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრის წამყვანი მსახიობი; ქართული რეპერტუარი: კეცია, კარმენი (შ. მილორავა "სიმღერა თბილისზე", "საყვარელი დისშვილი"), თეო, ლიზა (გ. ცაბაძე "ბრწყინვალე სამეული", "კურკას ქორწილი"), მთავარი როლები(ვ. აზარაშვილი "მეცხრე ტალღა", "შვიდნი ძმანი გურჯანელნი"), მთავარი როლი (შ. მილორავა "ჩემი კეთილი მეზობელი"), მარო (ც. ცინცაძე "აბლაბუდა"), მაშო(ლ. იაშვილი "ბაბაჯანას ქოშები"), რუსუდანი(ა. შავერზაშვილი "აღლუმი"); სხვა რეპერტუარი: თელი (ჰაჯიბეკოვი "არშინ მალალანი"), ჟანა ("როზ-მარი"), ბოჟენა (კალმანი "მარიცა"), ფეფენა (ივანოვი "ჩემი სიდედრი"), მისის ჰოპკინსი (ლოუ "ჩემი მშვენიერი ლედი"); როლები მხატვრულ ფილმებში: "ბერიკაცები"(1975, რეჟისორი ალ. ნინუა), "ჰობოი" (1977, რეჟისორი რ. კეზელი), "სიყვარული ყველას უნდა" (1980, რეჟისორები მ. ჭიაურელი უმცროსი, გ. შენგელაია), "გამოცხადება" (1980, რეჟისორი გ. მატარაძე); მუსიკალური კომედიის თეატრის მსახიობი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 215; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.164.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1979 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1965 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: