The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეონ იანიშევსკი

დაბადების თარიღი:1810
გარდაცვ. თარიღი:27 თებერვალი, 1861  (51 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კალიში, პოლონეთი.

სწავლობდა ქ. კალიშის კლასიკურ გიმნაზიაში, ვარშავის უნივერსიტეტში.

1841 წელს ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობის გამო მეფის რუსეთის რეჟიმმა გადაასახლა საქართველოში; ცხოვრობდა თბილისში, სადაც ეწეოდა ლიტერატურულ და მუსიკა-პედაგოგიურ მოღვაწეობას; 20 წლის მანძილზე ასწავლიდა ამიერკავკასიის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში და აძლევდა ვიოლინოსა და ფორტეპიანოს კერძო გაკვეთილებს; მის სახელს უკავშირდება საქართველოში პირველი ვიოლინოს ჩამოტანა და ვიოლინოსა და ფორტეპიანოს დაკვრის სწავლება; მისი მოწაფე იყო ა. მიზანდარი (ფორტეპიანო), ქართული საფორტეპიანო საშემსრულებლო სკოლის ფუძემდებელი; თხზულებები: 2 პოლკა ფორტეპიანოსათვის "ტბილისური პოლკა", "მშვენიერი ქართველი ქალი" (1847); თანამშრომლობდა გაზეთ "Кавказ"-თან, აქვეყნებდა ლიტერატურულ სტატიებსა და მუსიკალურ რეცენზიებს. 

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 215



გააზიარე: