Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლეონ იანიშევსკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. კალიში, პოლონეთი. სწავლობდა ქ. კალიშის კლასიკურ გიმნაზიაში, ვარშავის უნივერსიტეტში. 1841 წელს ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობის გამო მეფის რუსეთის რეჟიმმა გადაასახლა საქართველოში; ცხოვრობდა თბილისში, სადაც ეწეოდა ლიტერატურულ და მუსიკა-პედაგოგიურ მოღვაწეობას; 20 წლის მანძილზე ასწავლიდა ამიერკავკასიის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში და აძლევდა ვიოლინოსა და ფორტეპიანოს კერძო გაკვეთილებს; მის სახელს უკავშირდება საქართველოში პირველი ვიოლინოს ჩამოტანა და ვიოლინოსა და ფორტეპიანოს დაკვრის სწავლება; მისი მოწაფე იყო ა. მიზანდარი (ფორტეპიანო), ქართული საფორტეპიანო საშემსრულებლო სკოლის ფუძემდებელი; თხზულებები: 2 პოლკა ფორტეპიანოსათვის "ტბილისური პოლკა", "მშვენიერი ქართველი ქალი" (1847); თანამშრომლობდა გაზეთ "Кавказ"-თან, აქვეყნებდა ლიტერატურულ სტატიებსა და მუსიკალურ რეცენზიებს. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 215
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |