The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ მოსტკოვი

მიხეილ მოსტკოვი
დაბადების თარიღი:28 მაისი, 1900
გარდაცვ. თარიღი:18 მარტი, 1956  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: აბაშა, ქუთაისის გუბერნია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1922 წელს.

მუშაობდა აზერბაიჯანისა და საქართველოს საპროექტო დაწესებულებებში; 1939 წლიდან ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი; 1937 წლიდან პროფესორი; 1955-1956წწ. იყო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მაღალი კაშხალების კომისიის თავმჯდომარე; 1937-1956წწ. "თნჰისკის" და 1941-1956წწ. "თბილჰიდეპის" მუდმივი კონსულტანტი; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; მისი შრომები მიძღვნილია ჰიდრავლიკის, ჰიდროტექნიკისა და ჰიდროენერგეტიკის საკითხებისადმი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბილისი, 1984, გვ. 145

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1955-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1951 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: