შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ მჭედლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ს. კიროვის სახელობის საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1940 წელს. 1953 წლიდან ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი; 1976 წლიდან ქ. ხარკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის ფიზიკა-ქიმიური მექანიკისა და ბეტონის ტექნილოგიის კეთედრის გამგე; "იუჟგიპროცემენტის" ინსტიტუტის ფიზიკა-ქიმიის კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. შრომები აქვს სილიკატებისა და სამშენებლო მასალების (კერძოდ, ცემენტისა და ბეტონის ტექნილოგიის) ფიზიკა-ქიმიისა და ტექნოლოგიის დარგში. ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორი (1953), პროფესორი (1955). მიღებული აქვს დამსახურებული გამომგონებლის (1965) და უკრაინის სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის (1979) წოდება. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბილისი, 1984, გვ. 269 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |