შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირინე იაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1964 წელს(სავიოლინო), მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია. 1959-1964წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის ორკესტრის კონცერტმაისტერი; 1966-1973წწ. საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის სოლისტი; 1964-1993წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (ვიოლინო), 1992 წლიდან პროფესორი; 1994 წლიდან მოღვაწეობს საზღვარგარეთ (იუგოსლავია, თურქეთი); 1994-2012წწ. ქ. ნოვი-სადი (იუგოსლავია) ხელოვნების აკადემიის პროფესორი, 2012 წლიდან ქ. ადანის (თურქეთი) კონსერვატორიის პროფესორი; ქართული რეპერტუარი: დ. ჩხეიძე "კონცერტინო", ა. შავერზაშვილი "ფანტაზია" ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის (1972, პირველი შესრულება), ა. შავერზაშვილი საფორტეპიანო ტრიო N3 (1979, პირველი შესრულება); სხვა რეპერტუარი, კონცერტები: ჩაიკოვსკი, ვივალდი, ბრამსი; გასტროლები: საქართველო, რუსეთი, ნიდერლანდები, გერმანია, იუგოსლავია; ცნობილი მევიოლინე და პედაგოგ ლუარსაბ იაშვილის ქალიშვილი, მევიოლინეების მარინე და ნანა იაშვილების და; მევიოლინე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 216; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.175 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |