შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოლომონ იაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სურამი, ხაშურის რაიონი. დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი და ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1920 წლიდან მღეროდა გუნდში; 1924-1927წწ. ხელმძღვანელობდა სურამის გუნდს; 1936 წლიდან იყო ქ. ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის სასწავლო ნაწილის გამგე; პარალელურად მოღვაწეობდა საგუნდო კოლექტივებში; 1934 წელს ჩამოაყალიბა 120-კაციანი გუნდი; 1940-1945წწ. მონაწილეობდა ოლიმპიადებში; 1950 წლიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში (ხაშური, ბორჯომი, ახალციხე, ასპინძა, კასპი) აყალიბებდა გუნდებს, ამ კოლექტივებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საკავშირო ოლიმპიადებში; ლოტბარი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 218 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |