The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსი ბარნოვი

ალექსი ბარნოვი
Date of birth:1906
Date of death:1977  (at 71 years)
Category:Medical Doctor, Explorer

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

მუშაობდა ახმეტის რაიონში, საგარეჯოში, გორში, რესპუბლიკურ სანეპიდსადგურში ექიმ–ეპიდემიოლოგად; მისი ბოლო სამუშაო ადგილი იყო თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი; ა. ბარნოვი იკვლევდა ძველი თბილისის ისტორიას; იგი პოეტ იეთიმ გურჯის ახლო მეგობარი იყო; 1960 წელს მისი ინიციატივით და მწერალთა კავშირის დახმარებით პოეტის საფლავზე დაიდგა ძეგლი, 1968 წელს პოეტის ნეშთი ვაკის სასაფლაოდა დიდუბის პანთეონში გადაასვენეს; ა. ბარნოვმა შეადგინა იეთიმ გურჯის ლექსთა კრებული, რომელიც გამოიცა ი. გრიშაშვილის, მეორედ ი. აბაშიძის რედაქციით; მას ახლო მეგობრობა აკავშირებდა იოსებ გრიშაშვილთანაც, იყო გიორგი შენგელაიას 1969 წლის ფილმ "ფიროსმანის" კონსულტანტი; ამავე ფილმში ასრულებს ეპიზოდურ როლს. ავტორია წიგნებისა: "ჭიდაობა ძველ თბილისში", "ძველი თბილისის მუსიკოსები". არის ძველი თბილისის ყოფის მკვლევარი, ექიმ–ეპიდემიოლოგი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.331

Bibliography


Share: