Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსი ბარნოვი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. მუშაობდა ახმეტის რაიონში, საგარეჯოში, გორში, რესპუბლიკურ სანეპიდსადგურში ექიმ–ეპიდემიოლოგად; მისი ბოლო სამუშაო ადგილი იყო თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი; ა. ბარნოვი იკვლევდა ძველი თბილისის ისტორიას; იგი პოეტ იეთიმ გურჯის ახლო მეგობარი იყო; 1960 წელს მისი ინიციატივით და მწერალთა კავშირის დახმარებით პოეტის საფლავზე დაიდგა ძეგლი, 1968 წელს პოეტის ნეშთი ვაკის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში გადაასვენეს; ა. ბარნოვმა შეადგინა იეთიმ გურჯის ლექსთა კრებული, რომელიც გამოიცა ი. გრიშაშვილის, მეორედ ი. აბაშიძის რედაქციით; მას ახლო მეგობრობა აკავშირებდა იოსებ გრიშაშვილთანაც, იყო გიორგი შენგელაიას 1969 წლის ფილმ "ფიროსმანის" კონსულტანტი; ამავე ფილმში ასრულებს ეპიზოდურ როლს. ავტორია წიგნებისა: "ჭიდაობა ძველ თბილისში", "ძველი თბილისის მუსიკოსები". არის ძველი თბილისის ყოფის მკვლევარი, ექიმ–ეპიდემიოლოგი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.331 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |