The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ბარქაია

ვლადიმერ ბარქაია
სხვა სახელი:სიომა
დაბადების თარიღი:29 ივლისი, 1937
გარდაცვ. თარიღი:30 დეკემბერი, 2022  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გაგრა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი 1963 წელს.

1957–1967წწ. იყო თბილისის დინამოს თავდამსხმელი, უმაღლეს ლიგაში ჩატარებული აქვს 226 მატჩი (67 გოლი), სსრკ ნაკრებში – 2 მატჩი (2 გოლი). იყო გუნდის საიმედო დისპეჩერი, გამოირჩეოდა მაღალი ინდივიდუალური ტექნიკით, საზრიანობით. 1964 წელს დაასახელეს სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. იყო სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1959, 1962, 1966), სსრკ ჩემპიონი, ოქროს მედალის მფლობელი (1964). იყო თბილისის "დინამოს"  ერთ–ერთი უძლიერესი თავდამსხმელი. 2014 წელს მიენიჭა სპორტის რაინდის წოდება.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.331; ქართული სპორტის სტატისტიკა: sportstat.gov.gemsy.gov.ge; bigenc.ruწიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.114; m.facebook.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1959 - სსრკ სპორტის ოსტატი

გააზიარე: