The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა იაშვილი

დაბადების თარიღი:17 სექტემბერი, 1899  (124 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ოჯალეში, ტყიბულის რაიონი.

ქორეოგრაფიულ ხელოვნებას ეზიარა ქუთაისის ვაჟთა I გიმნაზიში; 1913-1917წწ. პირველ წარმატებებს მიაღწია ქუთაისში და 1916 წელს ფოთში, ქართული ცეკვის კონკურსებზე; 1918-1920წწ. სწავლობდა ოდესის ქორეოგრაფიულ-თეატრალურ სტუდიაში; 1920 წლიდან საკუთარი ქორეოგრაფიული სტუდიები გახსნა ვოლგოგრადსა და იალტაში, 1923 წელს სოხუმში, 1927 წელს ბათუმში; 1929 წელს თბილისის საქალაქო განათლების სახალხო კომისარიატთან დააარსა მოცეკვავეთა ანსამბლი; 1930 წელს საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიასთან დააარსა აღმოსავლეთ-ეთნოგრაფიული ანსამბლი; 1941 წელს ქუთაისის ლითოფონის ქარხნის, წყალტუბოსა და ტყიბულის კულტურის სახლებთან დააარსა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები; იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც სმენადაქვეითებული და მეტყველებადაქვეითებული ადამიანებისაგან ჩამოაყალიბა ქორეოგრაფიული ანსამბლი; 1956 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის ყრუ-მუნჯთა სახლში; სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა თვითმოქმედ კოლექტივებს; ქორეოგრაფი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 218




გააზიარე: