The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა იაშვილი

შალვა იაშვილი
Date of birth:17 September, 1899
Date of death:March, 1971  (at 71 years)
Category:Dancer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ოჯოლაში, ტყიბულის რაიონი.

ქორეოგრაფიულ ხელოვნებას ქუთაისის ვაჟთა I გიმნაზიში ეზიარა. 1913-1917 წლებში პირველ წარმატებებს მიაღწია ქუთაისში, 1916 წელს ფოთში, ხოლო 1917 წელს კვლავ ქუთაისში. ლადო მესხიშვილმა ახალგაზრდა მოცეკვავე სამუშაოდ თეატრში მიიწვია. 1918-1920 წლებში სწავლობდა ოდესის ქორეოგრაფიულ-თეატრალურ სტუდიაში. 1920 წლიდან საკუთარი ქორეოგრაფიული სტუდიები გახსნა ვოლოგდასა და იალტაში. სამშობლოში დაბრუნებულმა 1923 წელს ქუთაისში, 1925 წელს სოხუმში, 1927 წელს კი ბათუმში დააარსა ქორეოგრაფიული სტუდიები. 1929 წელს თბილისის საქალაქო განათლების სახალხო კომისარიატთან დააარსა მოცეკვავეთა ანსამბლი. 1930 წელს საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიასთან დააარსა აღმოსავლეთ-ეთნოგრაფიული ანსამბლი. 1941 წელს ქუთაისის ლიტოფონის ქარხნის, წყალტუბოსა და ტყიბულის კულტურის სახლებთან დააარსა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები. იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც სმენა და მეტყველება დაქვეითებული ადამიანებისაგან ჩამოაყალიბა ქორეოგრაფიული ანსამბლი. 1950-1956 წლებში მოღვაწეობდა თბილისის მაუდ-კამვოლის კლუბში, გორკის კულტურის სახლში, ცეკავშირის კლუბსა და თბილისის ყრუ-მუნჯთა სახლში. ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდა საქართველოს მშრომელთა მხატვრული თვითმოქმედების რესპუბლიკური ოლიმპიადების მხტვრული კოლექტივების მომზადებისათვის. 1956 წელს ქუთაისში ბრუნდება. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ჩორთის ბარიტის ტრესტის მოცეკვავეთა ანსამბლს, ქუთაისის სამრეწველო კომბინატის მუშაკთა და ქუთაისის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სტუდენტთა მხატვრულ თვითმოქმედ კოლექტივებს. იგი წლების მანძილზე იყო ქუთაისის სახელმოხვეჭილი ქორეოგრაფიული ანსამბლის ქორეოგრაფი და ადმინისტრატორი. დაჯილდოებულია საპატიო სიგელით, მედლებითა და სსრკ 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალის ლაურეატის წოდებით. 

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 218; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.74


Share: