The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შიო ნაფეტვარიძე

შიო ნაფეტვარიძე
დაბადების თარიღი:2 აგვისტო, 1914
გარდაცვ. თარიღი:1987  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ტობანიერი, ქუთაისის გუბერნია. 

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1939 წელს.

იყო დიდი სამამულო ომის მონაწილე (1941-1945); 1946 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში განყოფილების გამგედ; 1981 წლიდან ამავე ინსტიტუტის დირექტორი; მისი სამეცნიერო შრომების თემაა სეისმურ ზემოქმედებაზე ნაგებობათა გაანგარიშება, სეისმური დატვირთვების განსაზღვრა და საინჟინრო სეისმოლოგია. ქართველი მეცნიერი სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის დარგში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბილისი, 1984, გვ. 332

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1974-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1972 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: