Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯემალ ბაღაშვილი![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი 1968 წელს; თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენის განყოფილება 1973 წელს. 1961–1964წწ. იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრის გიტარისტი; 1964–1968წწ. ვოკალურ–საკრავიერი ტრიოს "ლილეს" სოლისტი; 1968 წლიდან ანსამბლ "ივერიის" სოლისტი და ანსამბლის მიერ დადგმული მიუზიკლების ლიბრეტოთა ავტორი; მრავალი საკონცერტო პროგრამის სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი. მას ეკუთვნის მრავალი სასიმღერო ტექსტი და იუმორისტული ნომერი. 1995 წლიდან შოუ–ბიზნესცენტრის "ლომისის" გენერალური დირექტორი და სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მთავარი რეჟისორია. მუსიკოსი, ესტრადის რეჟისორი, სცენარისტი, ვირტუოზი გიტარისტი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.334; არ დაიდარდო: fortuna.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.406 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |