The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ბაშინჯაღიანი

გიორგი ბაშინჯაღიანი
ოფიციალური სახელი:გევორქ ბაშინჯაღიანი
დაბადების თარიღი:16 სექტემბერი, 1857
გარდაცვ. თარიღი:4 ოქტომბერი, 1925  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:წმინდა გევორქის ეკლესიის კედელთან, თბილისი
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

დაამთავრა თბილისის ნატიფ ხელოვნებათა წამახალისებელი კავკასიის საზოგადოებასთან არსებული ხატვის სკოლა 1878 წელს; პეტერბურგის სამხატვრო აკადემია 1883 წელს.

მუშაობდა და ცხოვრობდა თბილისში. შექმნა ნახატები შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის მოტივებზე, ნახატების უმეტესი ნაწილი ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში. ფერმწერი, პეიზაჟისტი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.334


გააზიარე: