შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე იგუმნოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლებედიანი. სწავლლბდა მოსკოვში, პედაგოგ ნ. ს. ზვერევთან (ფორტეპიანო); 1888-1894წწ. სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში, პედაგოგებთან - ა. ი. ზილოტი (ფორტეპიანო), პ. ა. პაბსტი (ფორტეპიანო), ს. ი. ტანეევი (კომპოზიცია, მუსიკის თეორია), ა. ს. არენსკი (კომპოზიცია), მ. მ. იპოლიტოვ-ივანოვი (კომპოზიცია), ვ. ი. საფონოვი (კამერული ანსამბლი); 1892-1895წწ. სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე; 1898-1899წწ. იყო თბილისის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი; 1899 წელს თბილისში გამართა პირველი საკონცერტო გამოსვლა, შემდგომაც: 1902, 1904, 1908, 1910, 1913, 1924წწ. თბილისში მართავდა გასტროლებს; კარგად იცნობდა ი. ჭავჭავაძეს, ა. წერეთელს, ი. მაჩაბელას, ნ. ცხვედაძეს; 1924-1929წწ. იყო მოსკოვის კონსერვატორიის რექტორი, ერთ-ერთი უდიდესი პიანისტური სკოლის შემქმნელი; მოწაფეები: თ. ამირეჯიბი, მ. გრინბერგი, ა. იოხელესი, ლ. ობორინი, ი. ფლიერი; თხზულებები: სიმფონიური პოემა "მწირი" (ლერმონტოვის ამავე სახალწოდების პოემის მიხედვით, მიძღვნილი ზემოდასახელებული ქართველი მეგობრებისადმი); რეპერტუარი: შუბერტი, შუმანი, შოპენი, ლისტი, ჩაიკოვსკი, ბალაკირევი, სკრიაბინი, რახმანინოვი (1939 წელს რუსეთში პირველი შემსრულებელი "რაფსოდია პაგანინის თემაზე"); პიანისტი, დოქტორი (1946). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 219 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |