Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
უშანგი იმერლიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (თეატრალური დეკორაციის ხელოვნება). 1983-1995წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დამდგმელი მხატვარი; 1986-1995წწ. თბილისის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მთავარი მხატვარი; ქართული სპექტაკლები და მუსიკალური კომედიები: გ. ცაბაძე "თოვლიანი მთების მელოდიები" (1973), შ. მილორავა "დედისერთა ჯარში მიდის" (1974), "პაემანი ცაში" (1975), "სათაგური" (1976), "ჩემი კეთილი მეზობელი" (1977), "შემინახეთ სიმღერა" (1981), ვ. აზარაშვილი "ბიჭუნა" (1975), მ. ჩირინაშვილი "ძველი თბილისის სურათები" (1975), ს. ცინცაძე "შვეიკი, შვეიკი, შვეიკი"(1976), ო. თაქთაქიშვილი "მუსუსი" (1978), ა. მაჭავარიანი "ბაღლინჯო" (1980); ბალეტები: დ. თორაძე "მწირი"(სიმფონია-ბალეტი), ვ. აზარაშვილი "ხევისბერი" (1982), გ. ყანჩელი-ალექსიძე "გალობანი უკვდავებისანი"(1989); ოპერები: ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე" (1979), დ. თორაძე "ჩრდილოეთის პატარძალი" (1983), ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი" (1994, ბათუმი), რ. ლაღიძე "ლელა" (1994, ბათუმი); სხვა სპექტაკლები: ვერდი "დონ კარლოსი" (1987), "ოტელო" (1994, ბათუმი), ს. პროკოფიევი "სამი ფორთოხლის სიყვარული" (1985); თეატრის მხატვარი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 220 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |