შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანტონ ინაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი(ვოკალური). 1918 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი(ბარიტონი); საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი; 1927 წლიდან დაიწყო საესტრადო-საკონცერტო მოღვაწეობა; 1931 წლიდან არის საქართველოს სახელმწიფო ესტრადის მსახიობი, სოლისტი-მომღერალი; 1939 წლიდან აფხაზეთის სახელმწიფო ესტრადის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1941-1947წწ. აფხაზეთის ფილარმონიის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1947 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტი; 1954-1956წწ. საორკესტრო მუსიკოსების ბიუროს დირექტორი; მომღერლების, ალექსანდრე და გრიგოლ ინაშვილების ძმა; ესტრადის მომღერალი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 222; საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988.-გვ. 10 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |