შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ ინაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის სასწავლებელი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1924 წელს(ვოკალური). მუშაობდა ზეინკლად ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოში; 1913 წლიდან მონაწილეობდა ნაძალადევის სცენისმოყვარულთა დრამატული წრის სპექტაკლებში. პარალელურად, კარგი ხმის წყალობით, იყო ხალხური სიმღერის გუნდის სოლისტი, მოგვიანებით მიიწვიეს ოპერეტის დასში; 1918 წელს შევიდა ვ. რიადნოვის საოპერო სტუდიაში; 1920-1948წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 1941-1945წწ. ომის წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო ფილარმონიას; 1953 წლიდან თბილისის სახელმწიფო ცირკის დირექტორი, მისი თაოსნობით შეიქმნა ქართული საცირკო კოლექტივი; ქართული რეპერტუარი: ბარიტონის ყველა წამყვანი პარტია (54), მათ შორის: მურმანი, კიაზო, ინკუბუსი (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ლატავრა"), ლევანი (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), გოჩა (მ. ბალანჩივაძე "დარეჯან-ცბიერი"), აბდულ-არაბი(დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე"); სხვა რეპერტუარი: ამონასრო, დი ლუნა, ჟერმონი (ვერდი "ტრუბადური", "აიდა", "ტრავიატა"), ალბერტი (მასნე "ვერთერი"), სენ-ბრი (მეიერბერი "ჰუგენოტები"), მარსელი (პუჩინი "ბოჰემა"), ონეგინი, ელეცკი (ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", "პიკის ქალი"), რანგონი (მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"); საოპერო მომღერალი, ბარიტონი; ცნობილი მომღერლების, ს. ინაშვილისა და ა. ინოველის ძმა.
წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 222 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |