The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ბებუთაშვილი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:17??
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

იოსებ ბებუთაშვილი იყო თბილისის სავაჭრო–საფინანსო წრეების წარმომადგენელი, ერეკლი II–ის მიშკარბაში (მონადირეთუხუცესის შემცვლელი სახელო XVIII ს. II ნახევარში). ეს სახელო მან 1784 წელს მიიღო. როგორც თვითონვე წერს, ამ თანამდებობაზე მას ფაქტობრივად, არც უმუშავია. უფრო ხშირად მეზობელ სახანოებში დესპანის როლს ასრულებდა ან სხვა საგანგებო დავალებით იყო დაკავებული. აღა–მაჰმად–ხანის მიერ თბილისის აოხრების შემდეგ ბებუთაშვილი მეფის ბრძანებით თბილისის აღდგენაზე მუშაობდა (როგორც ჩანს, ძირითადად საქმის სამეურნეო–საფინანსო მხარეს უძღვებოდა).

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.336


გააზიარე: