The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხაილ იპოლიტოვ-ივანოვი

მიხაილ იპოლიტოვ-ივანოვი
ოფიციალური სახელი:მიხაილ ივანოვი
დაბადების თარიღი:19 ნოემბერი, 1859
გარდაცვ. თარიღი:28 იანვარი, 1935  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:დირიჟორი, კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გატჩინა.

დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორია 1882 წელს (საკომპოზიციო, სადირიჟორო).

მისი პედაგოგები იყვნენ ნ. ა. რიმსკი-კორსაკოვი (კომპოზიცია, ინსტრუმენტობა), ი. ი. იოჰანსენი (ჰარმონია, პოლიფონია), ი. ო. ფერერო (კონტრაბასი), კ. ი. დავიდოვი (დირიჟორობა); 1879-1880წწ. ესწრებოდა "მძლავრი ჯგუფის" სხდომებს; 1882-1893წწ. ცხოვრობდა თბილისში, სადაც ხელმძღვანელობდა რუსულ მუსიკალურ საზოგადოებას; 1885-1893წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრის კონცერტმაისტერი და დირიჟორი; 1924-1925წწ. იყო თბილისის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი და პედაგოგი; 1924-1925წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი; მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული მუსიკალური კულტურის განვითარებაში; ქართული ხალხური სიმღერების ერთ-ერთი პირველი შემკრები და გამომცემელი; ერთ-ერთმა პირველმა ჩაიწერა ოსური ხალხური სიმღერების ნიმუშები; მონაწილეობდა ქართული სასულიერო საგალობლების ნოტებზე გადატანაში; ქართული ხალხური სიმღერის შესახებ სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; აქვს ნაწარმოებები ქართულ თემატიკაზე; 1893 წლიდან იყო მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი, 1906-1922წწ. დირექტორი; 1895-1901წწ. რუსული საგუნდო საზოგადოების, 1899-1906წწ. მამონტოვის, ზიმინის თეატრების, 1925 წლიდან მოსკოვის დიდი თეატრის დირიჟორი; მისი ქართველი მოწაფეები: ზ. ფალიაშვილი, დ. არაყიშვილი, მ. ბალაჩივაძე, ა. ბალანჩივაძე; სხვა მოწაფეები: ს. ვასილენკო, რ. გლიერი, ა. გოლდენვეიზერი; თხზულებები, მათ შორის ოპერები: "რუთ" (1887, ა. კ. ტოლსტოის მიხედვით, დაიდგა თბილისის ოპერის სცენაზე); "ღალატი" (ა. ი. სუმბათაშვილ-იუჟინის ამავე სახელწოდების დრამის მიხედვით, ქართულ თემატიკაზე. იდგმებოდა: მოსკოვი, კიევი, ხარკოვი, პეტერბურგი); ნაწარმოებები სიმფონიური ორკესტრისათვის: "კავკასიური ესკიზები" (1894), "ივერია" (1895); სიმფონიური პოემები: "მწირი" (1924, მ. ლერმონტოვის მიხედვით), "სიმფონიური მარში" (1931); ინსტრუმენტული ანსამბლები: "საღამო საქართველოში" (1934, არფისა და ხის ჩასაბერ საკრავთა კვარტეტისათვის); საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 226;საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.345

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1922 - რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: