შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე იოხელესი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია 1932 წელს (საფორტეპიანო). 1943-1958წწ. იყო ტრიოს წევრი (მ. ლ. ზატულოვსკისთან - ვიოლინო, ჰ. ცომიკთან - ვიოლონჩელო, ერთად); 1935-1942წწ. მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი, 1946-1952წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1952 წლიდან პროფესორი; 1952 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მოსკოვის გნესინების სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგი, 1965-1973წწ. საფორტეპიანო კათედრის გამგე; ქართველი მოწაფეები: ი. ბახტაძე, ე. დვალი, ვ. თუმანიშვილი, ც. კარგარეთელი, ო. მელიქ-ფარსადანოვა, ბ. ნამგლაძე, ლ. სანიკიძე, ლ. შინჯიაშვილი, მ. ჭავჭანიძე; ქართული რეპერტუარი: ნ. გუდიაშვილი საფორტეპიანო კვინტეტი (1949, პირველი შესრულება), ო. თაქთაქიშვილი საფორტეპიანო კონცერტი N1 (1951, პირველი შესრულება), ო. გორდელი საფორტეპიანო კონცერტი N1 (1952, პირველი შესრულება), ალექსანდრე იოხელესმა გრ. კილაძის ბალეტისგან "სინათლე" შეადგინა 5 ნაწილიანი საფორტეპიანო სიუიტა: "ბავშვთა ცეკვა", "ნოქტიურნი", "შირაზული ცეკვა", "ქართველ გოგონათა ცეკვა", "საზეიმო სვლა"; რუსი ებრაელი პიანისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 226 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |