The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე იოხელესი

ალექსანდრე იოხელესი
დაბადების თარიღი:27 თებერვალი, 1912
გარდაცვ. თარიღი:19 ივნისი, 1978  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. მოსკოვი
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია 1932 წელს (საფორტეპიანო).

1943-1958წწ. იყო ტრიოს წევრი (მ. ლ. ზატულოვსკისთან - ვიოლინო, ჰ. ცომიკთან - ვიოლონჩელო, ერთად); 1935-1942წწ. მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი, 1946-1952წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1952 წლიდან პროფესორი; 1952 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მოსკოვის გნესინების სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგი, 1965-1973წწ. საფორტეპიანო კათედრის გამგე; ქართველი მოწაფეები: ი. ბახტაძე, ე. დვალი, ვ. თუმანიშვილი, ც. კარგარეთელი, ო. მელიქ-ფარსადანოვა, ბ. ნამგლაძე, ლ. სანიკიძე, ლ. შინჯიაშვილი, მ. ჭავჭანიძე; ქართული რეპერტუარი: ნ. გუდიაშვილი საფორტეპიანო კვინტეტი (1949, პირველი შესრულება), ო. თაქთაქიშვილი საფორტეპიანო კონცერტი N1 (1951, პირველი შესრულება), ო. გორდელი საფორტეპიანო კონცერტი N1 (1952, პირველი შესრულება), ალექსანდრე იოხელესმა გრ. კილაძის ბალეტისგან "სინათლე" შეადგინა 5 ნაწილიანი საფორტეპიანო სიუიტა: "ბავშვთა ცეკვა", "ნოქტიურნი", "შირაზული ცეკვა", "ქართველ გოგონათა ცეკვა", "საზეიმო სვლა"; რუსი ებრაელი პიანისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 226

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1933 - მოსკოვის I საკავშირო კონკურსი, II პრემია

გააზიარე: