The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პლატონ კაკაბაძე

სხვა სახელი:იმერელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1864
გარდაცვ. თარიღი:10 დეკემბერი, 1895  (31 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

დაამთავრა ქ. ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. 

პირველად მუსიკალური განათლება მიიღო ვასილ და მელიტომ ბალანჩივაძეებთან; 1890 წელს ვოკალურ ხელოვნებას ეუფლებოდა პეტერბურგში, შემდეგ, როგორც პეტერბურგის საიმპერატორო თეატრის სტიპენდიანტი (1891) მილანის კონსერვატორიაში, პედაგოგი სებასტიანე რონკო (ვოკალური); 1893-1895წწ. ფსევდონიმით იმერელი გამოდიოდა იტალიის საოპერო სცენებზე; კონცერტებით გამოდიოდა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ბაქოში; ის ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა; საოპერო მომღერალი, დრამატული ტენორი. 

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 233


გააზიარე: