შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჩიტო კაკაბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კუხი, ხონის რაიონი. ქართული ცეკვის ხელოვნებას ეზიარა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ კოლექტივში მოცეკვავე თ. დავითაიას ხელმძღვანელობით. 1942 წლიდან იგი აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე -მსახიობად მიიწვიეს (ლოტბარი კ. გეგეჭკორი, ქორეოგრაფი გ. ვაშაკიძე, ი. ციმაკურიძე). 1962 წლიდან სათავეში ჩაუდგა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სოხუმის ინსტიტუტის თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლს. მიხეილ კაკაბაძის მიერ დადგმული ცეკვებიდან აღსანიშნავია: "ნაბდურა", "სატრფიალო", "მთიულური", "აფხაზური". აღიარებულია "ქართულისა" და "მთიულურის" საუკეთესო შემსრულებლად. საქართველოს ახალგაზრდობის ფესტივალის ოთხგზის გამარჯვებული მოცეკვავე, საუკეთესო შესრულებისთვის რესპუბლიკურ კონკურსზე დაჯილდოვდა ვერცხლის სამკერდე ნიშნით (1962). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.233; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო: zh-cn.facebook.com; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.78 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |