The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჩიტო კაკაბაძე

ჩიტო კაკაბაძე
ოფიციალური სახელი:მიხეილ კაკაბაძე
დაბადების თარიღი:10 სექტემბერი, 1928
გარდაცვ. თარიღი:18 იანვარი, 2019  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კუხი, ხონის რაიონი.

ცეკვას ეზიარა სოხუმის სახელმწიფო თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ კოლექტივში(ხელმძღვანელი თ. დავითაია); 1942-1962წწ. აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე(ლოტბარი კ. გეგეჭკორი, ქორეოგრაფი გ. ვაშაკიძე, ი. ციმაკურიძე); აღიარებულია "ქართულისა" და "მთიულურის" საუკეთესო შემსრულებლად; საქართველოს ახალგაზრდობის ფესტივალის ოთხგზის გამარჯვებული; 1962 წლიდან სათავეში ჩაუდგა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სოხუმის ინსტიტუტის თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლს; მიხეილ კაკაბაძის მიერ დადგმული ცეკვებიდან აღსანიშნავია: "ნაბდურა", "სატრფიალო", "მთიულური", "აფხაზური". ქორეოგრაფი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 233; zh-cn.facebook.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2014 - საქართველოს ქორეოგრაფიის ბრწყინვალების ორდენი, ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის
  • 2002 - ღირსების ორდენი
  • 1958 - აფხაზეთის დამსახურებული არტისტი

გააზიარე: