შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო კალანდაძე-მახარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გვიმბალაური, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1976 წელს (საფორტეპიანო), ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1983 წელს (ფოლკლორი). 1986 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური შემოქმედების მიმართულების ლაბორანტი, მეცნიერ-თანამშრომელი, მოწვეული ლექტორი; ქალთა ფოლკლორული ანსამბლების "მზეთამზე"-ს, "გეორგიკა"-ს (ქალთა ჯგუფი), ბათუმის ქალთა ფოლკლორული ანსამბლ "აიდიო"-ს წევრი; თბილისის ილიას სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, მუსიკოლოგიის დოქტორი; ეთნოგრაფიული ექსპედიციების მონაწილე; გასტროლები: ფინეთი, ინგლისი, ესპანეთი (ანსამბლ "მზეთამზესთან" ერთად); ეთნომუსიკოლოგი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული "აკვნის ნანა"; ჟანრის, სემანტიკისა და არტიკულაციის საკითხები", დაიცვა 2010 წელს. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 235; ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი: polyphony.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |