The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო კალანდაძე-მახარაძე

ნინო კალანდაძე-მახარაძე
დაბადების თარიღი:25 ივლისი, 1957
გარდაცვ. თარიღი:6 სექტემბერი, 2021  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გვიმბალაური, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1976 წელს (საფორტეპიანო), ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1983 წელს (ფოლკლორი).

1986 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური შემოქმედების მიმართულების ლაბორანტი, მეცნიერ-თანამშრომელი, მოწვეული ლექტორი; ქალთა ფოლკლორული ანსამბლების "მზეთამზე"-ს, "გეორგიკა"-ს (ქალთა ჯგუფი), ბათუმის ქალთა ფოლკლორული ანსამბლ "აიდიო"-ს წევრი; თბილისის ილიას სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, მუსიკოლოგიის დოქტორი; ეთნოგრაფიული ექსპედიციების მონაწილე; გასტროლები: ფინეთი, ინგლისი, ესპანეთი (ანსამბლ "მზეთამზესთან" ერთად); ეთნომუსიკოლოგი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული "აკვნის ნანა"; ჟანრის, სემანტიკისა და არტიკულაციის საკითხები", დაიცვა 2010 წელს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 235; ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი: polyphony.ge



გააზიარე: