The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თემო ბერიძე

თემო ბერიძე
ოფიციალური სახელი:თეიმურაზ ბერიძე
დაბადების თარიღი:1932
გარდაცვ. თარიღი:აპრილი, 2015  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, მკვლევარი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1957 წელს.

1958–1962წწ. მუშაობდა სხვადასხვა მუზეუმებში, 1980–1987წწ. იყო თბილისის ისტორიის ეთნოგრაფიული ინსტიტუტის დირექტორი. 1989 წელს აირჩიეს ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის შუა საუკუნეების არქეოლოგიური განყოფილების გამგის თანამდებობაზე. ეკუთვნის მონოგრაფიები და სამეცნიერო შრომები. თბილისის ისტორიის მკვლევარი, ენციკლოპედიის საბჭოს მთავარი კონსულტანტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს დედაქალაქის აგლომერაციული გარემოს ფორმირების ისტორიული პროცესები (ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია)", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.341

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - თბილისის საპატიო მოქალაქე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: