The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ბერძენოვი

ნიკოლოზ ბერძენოვი
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ ბერძნიშვილი
დაბადების თარიღი:16 სექტემბერი, 1829
გარდაცვ. თარიღი:1874  (44 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:წმ. ნიკოლოზის ეკლესიის სასაფლაო
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი არდონი, ჩრდილოეთ ოსეთი.

XIX საუკუნის 50-60-იან წლებში აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ "კავკაზში", იყო ამ გაზეთის რედაქტორი. მას ეკუთვნის დიდი ნაწილი რუსულ ენაზე გამოცემული წიგნისა–"თბილისი ისტორიული და ეთნოგრაფიული თვალსაზრისით"(1870) და გამოკვლევა რუსულ ენაზე "სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობა ევროპაში"(1869), აგრეთვე ეთნოგრაფიული ნარკვევები საქართველოსა და ჩრდილოეთ ოსეთზე. 1864-1874წწ. იგი კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის წევრი იყო და მონაწილეობდა ამ კომისიის "აქტების" შედგენაში. მნიშვნელოვანია 1857-1859წწ. გაზეთ "კავკაზში" გამოქვეყნებული მისი ლიტერატურული-კრიტიკული წერილები. ნ. ბერძნიშვილი იყო ქართული რეალისტური სალიტერატური კრიტიკის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი. 

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.343; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია:ტ.2.-თბ.,1977.-გვ.337; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.129

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: