The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეოპოლდ ბილფელდი

ლეოპოლდ ბილფელდი
დაბადების თარიღი:1839
გარდაცვ. თარიღი:1922  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაამთავრა პეტერბურგის სამხატვრო აკადემია.

თბილისელი არქიტექტორი, ეროვნებით გერმანელი. მოღვაწეობდა თბილისში XIX  საუკუნის ბოლოსა და XX ს. დასაწყისში. მიღებული ჰქონდა რუსეთის ქვეშევრდომობა. 1868 წელს მუშაობდა კავკასიის საფოსტო ოლქის, შემდეგ კი საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის არქიტექტორად. ლეოპოლდ ბილფელდი იყო რუსეთის ტექნიკური საზოგადეობის კავკასიის განყოფილებისა და კავკასიის საზოგადოების ნამდვილი წევრი. 1897 წელს დააპროექტა მიხეილის (ახლანდ. ქალაქის V) საავადმყოფოს შენობა. მისივე პროექტითაა აგებული ვეტცელის სასტუმროს შენობა დავით აღამშენებლის პროსპექტზე (N103). XX ს-ის პირველსავე წლებში შეადგინა ქაშუეთის ახლანდელი ეკლესიის პროექტი, რომლისთვისაც ნიმუშად სამთავისის XI ს-ის ცნობილი ტაძარი აიღო. ეს ნაგებობა, რომელიც თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, მდებარეობს, ახალ ქართულ ხუროთმოძღვრებაში ეროვნული ფორმების გამოყენების ერთ-ერთი საინტერესო ცდაა. აშენებული აქვს აგრეთვე ბევრი საცხოვრებელი სახლი დავით აღმაშენებლის პროსპექტზე (მაგ., სახლი N46, 1879). საცხოვრებელი სახლების არქიტექტურაში ლეოპოლდ ბილფელდი რენესანსულ-ბაროკოული ეკლეკტიზმის ფარგლებში რჩება, ყველა მისი შენობა მაღალი პროფესიონალიზმით არის აღბეჭდილი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.345


გააზიარე: