Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლეოპოლდ ბილფელდი![]()
Biographyდაამთავრა პეტერბურგის სამხატვრო აკადემია. თბილისელი არქიტექტორი, ეროვნებით გერმანელი. მოღვაწეობდა თბილისში XIX საუკუნის ბოლოსა და XX ს. დასაწყისში. მიღებული ჰქონდა რუსეთის ქვეშევრდომობა. 1868 წელს მუშაობდა კავკასიის საფოსტო ოლქის, შემდეგ კი საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის არქიტექტორად. ლეოპოლდ ბილფელდი იყო რუსეთის ტექნიკური საზოგადეობის კავკასიის განყოფილებისა და კავკასიის საზოგადოების ნამდვილი წევრი. 1897 წელს დააპროექტა მიხეილის (ახლანდ. ქალაქის V) საავადმყოფოს შენობა. მისივე პროექტითაა აგებული ვეტცელის სასტუმროს შენობა დავით აღამშენებლის პროსპექტზე (N103). XX ს-ის პირველსავე წლებში შეადგინა ქაშუეთის ახლანდელი ეკლესიის პროექტი, რომლისთვისაც ნიმუშად სამთავისის XI ს-ის ცნობილი ტაძარი აიღო. ეს ნაგებობა, რომელიც თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, მდებარეობს, ახალ ქართულ ხუროთმოძღვრებაში ეროვნული ფორმების გამოყენების ერთ-ერთი საინტერესო ცდაა. აშენებული აქვს აგრეთვე ბევრი საცხოვრებელი სახლი დავით აღმაშენებლის პროსპექტზე (მაგ., სახლი N46, 1879). საცხოვრებელი სახლების არქიტექტურაში ლეოპოლდ ბილფელდი რენესანსულ-ბაროკოული ეკლეკტიზმის ფარგლებში რჩება, ყველა მისი შენობა მაღალი პროფესიონალიზმით არის აღბეჭდილი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.345
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |