The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ბოლქვაძე

ივანე ბოლქვაძე
დაბადების თარიღი:1879
გარდაცვ. თარიღი:1938  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სამღვთო,  ოზურგეთის რაიონი.

სოფლის დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ 15-16 წლის ჭაბუკი წავიდა ბათუმში, სადაც მოეწყო მოსწავლედ სტამბაში. 1899 წელს გაემგზავრა თბილისში და მუშაობა დაიწყო ლიბერმანის სტამბაში. აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ საქმიანობაში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა პარტიულ სამუშაოზე. 1928–1930წწ. იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე. შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ სამეურნეო თანამდებობებზე. 1931-1937წწ. საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. დაიღუპა ბოლშევიკურ-ტოტალიტარული რეჟიმის სტალინური რეპრესიების შედეგად. სიკვდილის შემდგომ რეაბილიტირებულია.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.347; საქართველოს უზენაესი საქართველი: supremecourt.ge


გააზიარე: