Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევონ ტერ-იოანესიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი 1915 წელს. ვოკალურ ხელოვნებას სრულყოფდა იტალიაში პედაგოგ კაბელასთან; 1928 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (შუალედებით); 1922 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა ალექსანდროპოლის (ლენინაკანი) სომხური საოპერო დასის (1923) და ერევნის საოპერო თეატრის(1933) დაარსებაში (ა. შ. მელიქ-ფაშაევთან, შ. მ. ტალიანთან, ა. ბ. დანიელიანთან ერთად); ქართული რეპერტუარი: აბიო, ცანგალა, ენგიჩარი (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ლატავრა"), გიორგი-მეფე (მ. ბალანჩივაძე "დარეჯან-ცბიერი", 1926 წელს პირველი დადგმა), მაკარი (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე", 1919 წელს პირველი დადგმა), ხევსური (ვ. დოლიძე "ლეილა", 1922 წელს პირველი დადგმა); სხვა რეპერტუარი: სპარაფუჩილე (ვერდი "რიგოლეტო"), კარდინალი (ჰალევი "რაქილი"), მარსელი სენ-ბრი(მეიერბერი "ჰუგენოტები"), მეფისტოფელი (გუნო "ფაუსტი"), დონ ბაზილიო (როსინი "სევილიელი დალაქი"), ივან სუსანინი(გლინკა "ივან სუსანინი"), ბორის გოდუნოვი (მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"), გრემინი (ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი"), კონჩაკი (ბოროდინი "თავადი იგორი"), მეწისქვილე(დარგომიჟსკი "ალი"), სალიერი, მეფე დოდონი(რიმსკი-კორსაკოვი "მოცარტი და სალიერი", "ოქროს მამალი"), ტარასი(ლისენკო "ტარას ბულბა"), რუბენ, ნადირ-შაჰი (სპენდიაროვი "ალმასტ"); საოპერო მომღერალი, ბანი, ბარიტონი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 228 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |