The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ბურაკოვსკი

ვლადიმერ ბურაკოვსკი
დაბადების თარიღი:20 აგვისტო, 1922
გარდაცვ. თარიღი:22 სექტემბერი, 1994  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1946 წელს.

მუშაობდა თბილისში. 1960–1966წწ. იყო მოსკოვის ა. ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა ქირურგი; ამავე ინსტიტუტის თანდაყოლილი მანკების განყოფილების გამგე; 1966 წლიდან – დირექტორი. ავტორია სამეცნიერო ნაშრომების. კარდიოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1962), პროფესორი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.351

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აშშ –ს ქირურგთა საზოგადოება, წევრი
  • ბულგარეთის ქირურგთა საზოგადოება, წევრი
  • კუბის ქირურგთა საზოგადოება, წევრი
  • პურკინიეს სახელობის ექიმთა საზოგადოება (ჩეხოსლოვაკია), წევრი
  • რუსეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1978-)
  • უნგრეთის ქირურგთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - სოციალისტური შრომის გმირი
  • 1981 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1976 - ლენინური პრემია
  • 1973 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1973 - ს. სპასოკუკოცკის სახელობის პრემია

გააზიარე: