The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარია იუდინა

მარია იუდინა
დაბადების თარიღი:28 აგვისტო, 1899
გარდაცვ. თარიღი:19 დეკემბერი, 1970  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მოსკოვი
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ნეველი.

დაამთავრა პეტროგრადის კონსერვატორია 1921 წელს (საფორტეპიანო).

1921-1930წწ. იყო პეტროგრადის კონსერვატორიის პედაგოგი, პარალელურად 1921-1922წწ. სწავლობდა პეტროგრადის უნივერსიტეტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე; 1930 წელს კონსერვატორიიდან დაითხოვე რელიგიური შეხედულებების გამო; 1931-1933წწ. იყო თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი(სპეციალური ფორტეპიანო, კამერული ანსამბლი), პროფესორი; 1936-1951წწ. მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი, 1939 წლიდან პროფესორი; 1944-1960წწ. მოსკოვის გნესინების სახელობის ინსტიტუტის პროფესორი; მიჰყავდა ფორტეპიანოს, კამერული სიმღერის, კამერული ანსამბლის კლასები; 1921 წლიდან ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას; 1941-1945წწ. კონცერტებს მართავდა ფრონტზე, ალყაშემორტყმულ ლენინგრადში; იყო მხატვრული ხელმძღვანელი დადგმებისა, მათ შორის: ს. ი. ტანეევი ოპერა "ორესტეა" (1939, 1946); დიდ დროს უთმობდა სალექციო და ლიტერატურულ მოღვაწეობას; რეპერტუარი: ბახი, ბარტოკი, ბეთჰოვენი, ბერგი, ბრამსი, ვებერნი, კშენეკი, მოცარტი, მუსორგსკი, პროკოფიევი, სტრავინსკი, შოსტაკოვიჩი, შუბერტი, შჩერბაჩოვი, ჰინდემიტი, მათ შორის მრავალი ნაწარმოების პირველი შემსრულებელი და აქტიური პროპაგანდისტი სსრკ-ში; რუსი პიანისტი.

 წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 229



გააზიარე: