Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიგუშა კავსაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. გიგუშას მამა ალექსანდრე (სანდრო) კავსაძე განთქმული მომღერალი და ლოტბარი იყო; ბაბუა, გრიგოლი კი ჩინებული მომღერალ-მგალობელი, რომლისგანაც ქართლური სიმღერები თვით იოსებ რატილს შეუსწავლია; მისმა შვილებმა სამდრომ და ლონგინოზმა, მათმა შთამომავლებმა ღირსეულად გააგრძელეს წინაპართა სასიმღერო-საგალობლო ტრადიციები; სანდრო კავსაძე და მისი "ქართული გუნდი" ქართული ხალხური სიმღერის სასცენო შემსრულებლობის სათავეებთან იდგა, გიგუშა და მისი ძმა დათაშკა კი ქართლ-კახური სიმღერების განუმეორებელი შემსრულებლები და გამორჩეული ლოტბარები იყვნენ; 2011 წელს გამოვიდა CD დისკი, სადაც ძმების, გიგუშას და დათაშკას უნიკალური ჩანაწერებია თავმოყრილი; სამწუხაროდ მეორე მსოფლიო ომმა და ომის შემდგომმა მოვლენებმა მათი სიცოცხლე ნაადრევად შეწყვიტა: დათაშკა ტყვედ ჩავარდა და რეპრესირებული იყო საბჭოთა რეჟიმის მიერ, გიგუშა კი ქერჩში დაიღუპა; იყო ლოტბარი, კავსაძეების მუსიკალური გვარის ბრწყინვალე წარმომადგენელი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 231
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |