The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იმერ კავსაძე

იმერ კავსაძე
დაბადების თარიღი:16 ივნისი, 1937  (86 წლის)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს (ვოკალური).

1961 წელს შედგა მისი დებიუტი ზ. ფალიშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, ალფრედი (ვერდი "ტრავიატა"); 1960-1962წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 1964 წლიდან ქ. გორკის პუშკინის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი; გამოდიოდა სსრკ სხვადასხვა რესპუბლიკების საოპერო სცენებზე; 1991 წლიდან იყო ქ. კრაკოვის (პოლონეთი) საოპერო თეატრის სოლისტი, სადაც დებიუტი შედგა ისმაელის პარტიით (ვერდი "ნაბუქო"); შესრულებული აქვს ლირიკული ტენორის თითქმის ყველა წამყვანი პარტია, მათ შორის ქართული ოპერები: მალხაზი (ზ. ფალიაშვილი "დაისი"), ნოშრევანი, ერთაოზი (ო. თაქთაქიშვილი "პირველი სიყვარული"); ქართული კამერული რეპერტუარი: ვ. აზარაშვილი "თეატრალური ნიღბები" (1980, პირველი შესრულება), დ. ტურიაშვილი ვოკალური ციკლი "გაზაფხულზე" (1980); სხვა რეპერტუარი: ჰერცოგი, ალფრედი, კასიო (ვერდი "რიგოლეტო", "ტრავიატა", "ოტელო"), კავარადოსი, რუდოლფი (პუჩინი "ტოსკა", "ბოჰემა"), ფაუსტი(გუნო "ფაუსტი"), ალმავივა (როსინი "სევილიელი დალაქი"), ნადირი (ბიზე "მარგალიტის მაძიებლები"), ბასტიენი (მოცარტი "ბასტიენ და ბასტიენა"), ლენსკი (ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი"), ლიკოვი (რიმსკი-კორსაკოვი "მეფის საცოლე"), თავადი (დარგომიჟსკი "ალი"), სალოსი (მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"); ვოკალურ-ინსტრუმენტული: ტენორის პარტია (ჰაიდნი ორატორია "ჯვარცმული ქრისტე შვიდი სიტყვა"); ცნობილი მსახიობის კახი კავსაძის ძმა; ლირიკული ტენორი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 232

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - Foyer des artistes(იტალია) ოქროს მედალი

გააზიარე: