Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ კავსაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხოვლე, კასპის რაიონი. 1888-1894წწ. სწავლობდა გორის სასულიერო სემინარიაში, 1895-1899წწ. თბილისის ქართულ გიმნაზიაში. სპეციალური მუსიკალური განათლება არ მიუღია; 1897 წელს ი. ჭავჭავაძის რჩევით, შეადგინა მომღერალთა გუნდი და 1900-1903წწ. მუშათა უბნის თეატრებში(ნაძალადევი, ავჭალის აუდიტორია, სახალხო სახლი, ავლაბარი) მართავდა კონცერტებს; 1905 წელს დააარსა 60 კაციანი მუშათა გუნდი, რომელიც ასრულებდა რევოლუციურ სიმღერებს("მარსელიეზა", "ძმებო, დროშა გაიშალა", "ჩვენ ვართ მჭედელნი"); ამავე წლებში მღეროდა თბილისის სახაზინო საოპერო თეატრის გუნდში; 1911 წლიდან ალ. კავსაძემ დაავალა თავისი გუნდის ხელმძღვანელობა; ამ გუნდმა მრავალი კონცერტი გამართა საქართველოს ქალაქებში; იყო "ქართული ეროვნული გუნდის ლოტბარი"; 1923-1926წწ. ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტის გუნდს; 1930 წელს საქართველოს სახელმწიფო კინოსტუდიასთან ჩამოაყალიბა გუნდი იმ მომღერალთაგან, რომელთაც 30 წლის წინ, თავად ხელმძღვანელობდა; 1936 წელს იყო გორის, 1938 წელს კასპის, 1940 წელს თბილისის მომღერალთა ეთნოგრაფიული გუნდის ლოტბარი; მიხეილ კავსაძემ ქართულ სიმღერას აზიარა თბილისის ფაბრიკა-ქარხნების მუშები, რკინიგზელები, ხელოსნები; ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა წერილებს ქართული ხალხური მუსიკის და მის მესვეურთა შესახებ; ჩაიწერა, დაბეჭდა და გამოსცა 200-მდე ქართული ხალხური სიმღერა; ლოტბარი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 232; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.58
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |