The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირინე გაბაშვილი

ირინე გაბაშვილი
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1960
გარდაცვ. თარიღი:23 მარტი, 2009  (48 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1982 წელს.

სპორტსმენი – მხატვრული ტანვარჯიში. მსოფლიოს ჩემპიონი ბურთით ვარჯიშში და მესამე პრიზიორი მრავალჭიდში (1979), სსრკ ჩემპიონი ლენტით და ბურთით ვარჯიშში (1979), სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის ჩემპიონი ბურთით ვარჯიშში და მესამე პრიზიორი მრავალჭიდში (1979). მრავალი საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი; 1993 წლიდან წვრთნიდა მალაიზიის ნაკრებს. 2000–2008წწ. მუშაობდა აშშ-ში, ორეგონის შტატის ტანვარჯიშის აკადემიაში მწვრთნელად.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.355; sportstat.gov.ge; ქართული სპორტის ოქროს წიგნი/ ელგუჯა ბერიშვილი. -თბ., 2013. -გვ. 157

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი

გააზიარე: