შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ გაბუნია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამნშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს. 1960 წლიდან კომკავშირულ სამუშაოზეა; 1965–1970წწ. იყო ალკკ თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი; 1970 წლიდან მუშაობდა ხელმძღვანელ პარტიულ თანამდებობებზე: 1971-1973წწ. საქართველოს კომუნისტური პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების გამგე; 1973-1975წწ. თბილისის 26 კომისრის სახელობის პარტიის რაიკომის პირველი მდივანი; 1976-1979წწ. პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანი; 1979–1982წწ. იყო თბილისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე; 1982–1986წწ. საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი; 1986-2011წწ. ხელმძრვანელობდა თბილისის მეტროპოლიტენის სამმართველოს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.356; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.113; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.341 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |