The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაალ კაკაბაძე

ზაალ კაკაბაძე
დაბადების თარიღი:18 იანვარი, 1935
გარდაცვ. თარიღი:10 ივნისი, 2012  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ფერიის სასაფლაო, ბათუმი
კატეგორია:რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფისტების ინსტიტუტი 1960 წელს(სარეჟისორო).

1953-1954წწ. სწავლობდა მოსკოვის ტრანსპორტის ინსტიტუტში; 1954-1957წწ. სწავლა გააგრძელა ლენინგრადის ზუსტი მექანიკისა და ოპტიკის ინსტიტუტში; 1960-1968წწ. მუშაობდა საქართველოს სამეცნიერო-პოპულარულ და დოკუმენტური ფილმების სტუდიაში; 1968 წლიდან საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდიაში; 1996 წლიდან კომპანია "ქართული ტელეფილმის" მხატვარი, ფილმების განყოფილების უფროსი; ქართულ კინემატოგრაფიაში პირველმა შექმნა ახალი ჟანრი კინო-ბალეტი; მის კინო-ფილმ-ბალეტებს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორისაა: "მწირი" (კომპოზიტორი დ. თორაძე, ბალეტმაისტერი მ. ლავროვსკი, დირიჟორი მ. ბოგორადი, ინახება ლოს-ანჯელესისა და ლინკოლნის კულტურული ცენტრის ოქროს ფონდში), "პრომეთეოსი" (მუსიკა ა. სკრიაბინის "ცეცხლის პოემის მიხედვით", ბალეტმაისტერი მ. ლავროვსკი, დირიჟორი მ. ბოგორადი), "მეთორმეტე ღამე, ანუ როგორც გენებოთ" (შექსპირის კომედიის კინოსაბალეტო ვერსია, მუსიკა გ. დონიცეტის ოპერიდან არანჟირებული ტ. ოგანის მიერ, ბალეტმაისტერი ბ. იფმანი); გადაღებული აქვს აგრეთვე მუსიკალური კინოფილმები: "ორერა სრული სვლით" (1970), "მზიური", "სიყვარული, ივერია და..." (1975); დოკუმენტური ფილმები ქართველ მუსიკოსებზე: "ლაურეატები" (1961, ეძღვნება ქართველ მუსიკოსებს ლ. თორაძეს, ე. ანჯაფარიძეს, რ. გვასალიას, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სიმებიან კვარტეტს), "ვიოლინოს რაფსოდია" (1964, ლ. იაშვილის ოჯახზე - მარინე, ირინე და ნანა იაშვილებზე), "პიანისტთა მეორე" (2002, თბილისის პიანისტთა II საერთაშორისო კონკურსი), "სამშობლოს სახელით" (2003, ფილმი ეძღვნება მოსკოვში მოღვაწე ქართველ ხელოვანებს, მუსიკოსებს).

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 233; ეროვნული ფილმოგრაფია:geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - საერთაშორისო კინოფესტივალი "ARABESQUE" და "GOLDEN FLEECE-88", გრან-პრი, კინო-ფილმ-ბალეტი "მეთორმეტე ღამე, ანუ როგორც გენებოთ"
  • 1984 - კიევის საკავშირო კინოფესტივალი, I პრემია, კინო-ფილმ-ბალეტი "პრომეთეოსი"
  • 1977 - ნიუ-იორკისა და ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალი, გრან პრი, კინო-ფილმ-ბალეტი "მწირი"

გააზიარე: