The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლალი კაკულია

ლალი კაკულია
დაბადების თარიღი:28 სექტემბერი, 1948  (75 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი

დაამთავრა თბილისის III მუსიკალური სასწავლებელი 1969 წელს(მუსიკის თეორია და ლიტერატურა), ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1972 წელს(გერმანული), ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1974 წელს(მუსიკის ისტორია).

1975-1979წწ. იყო საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის უფროსი რეფერენტი და უფროსი კონსულტანტი; 1979-1991წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო საბჭოს და მუსიკალური ისტორიის კათედრის ლაბორანტი; 1987-1994წწ. გრამფირფიტების ფირმა "მელოდიას" სამხატვრო საბჭოს წევრი; 1987 წლიდან ჟურნალ "Советская музыка"-ს მიწვევით გაიარა საკვალიფიკაციო კურსი(მუსიკის კრიტიკოსის კვალიფიკაცია); 1974-2006წწ. თბილისის III მუსიაკლური სასწავლებლის პედაგოგი; 1993-2005წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის უფროსი მასწავლებელი, 1991-2006წწ. თბილისის კონსერვატორიის მეცნიერ თანამშრომელი, 2005-2006წწ. ასისტენტ-პროფესორი, 2008-2009წწ. კონსერვატორიის დოქტორანტი, 2013 წლიდან მუსიკის ისტორიის მიმართულების მასწავლებელი; 2006-2009წწ. მუსიკალური კოლეჯის პედაგოგი(მუსიკის ლიტერატურა); მუსიკისმცოდნე-ისტორიკოსი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 234

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა გამგეობა, წევრი
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშრი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - წლის საუკეთესო მუსიკისმცოდნე
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის პრემია
  • უმაღლესი კატეგორიის პედაგოგი

გააზიარე: