შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ასირ გალპერინი![]()
ბიოგრაფიაფეხბურთს თამაშობდა უკრაინის გუნდებში. 1925 წელს გადმოვიდა თბილისის "დინამოში" ცენტრალურ თავდამსხმელად; მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოში მოზარდთა ფეხბურთის განვითარებაში. მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ახალგაზრდული გუნდები სადაც არაერთი მაღალი კლასის ფეხბურთელი აღიზარდა. 1942–1945წწ. მუშაობდა თბილისის დინამოს უფროს მწვრთნელად. იყო თბილისის 35–ე საფეხბურთო სკოლის უფროსი მწვრთნელი. ავტორია წიგნისა "ნორჩ ფეხბურთელთა ტექნიკური სწავლება" (1961, რუს. ენაზე). 1960–იანი წლების დასაწყისში ჟურნალ "ცისკარში" გამოქვეყნდა გალპერინის ნარკვევები ქართული ფეხბურთის შესახებ. მწვრთნელი, ფეხბურთის ცნობილი თეორეტიკოსი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.361 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |