The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ასირ გალპერინი

ასირ გალპერინი
დაბადების თარიღი:1898
გარდაცვ. თარიღი:1974  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

ფეხბურთს თამაშობდა უკრაინის გუნდებში. 1925 წელს გადმოვიდა თბილისის "დინამოში" ცენტრალურ თავდამსხმელად; მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოში მოზარდთა ფეხბურთის განვითარებაში. მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ახალგაზრდული გუნდები სადაც არაერთი მაღალი კლასის ფეხბურთელი აღიზარდა. 1942–1945წწ. მუშაობდა თბილისის დინამოს უფროს მწვრთნელად. იყო თბილისის 35–ე საფეხბურთო სკოლის უფროსი მწვრთნელი. ავტორია წიგნისა "ნორჩ ფეხბურთელთა ტექნიკური სწავლება" (1961, რუს. ენაზე). 1960–იანი წლების დასაწყისში ჟურნალ "ცისკარში"  გამოქვეყნდა გალპერინის ნარკვევები ქართული ფეხბურთის შესახებ. მწვრთნელი, ფეხბურთის ცნობილი თეორეტიკოსი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.361

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა საბჭო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1943 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

გააზიარე: