The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარა კამოევა

Legal name:მარია კამოევა
Date of birth:4 November, 1907
Date of death:13 December, 1987  (at 80 years)
Category:Musician, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1929 წელს(საფორტეპიანო).

სწავლა განაგრძო მოსკოვის კონსერვატორიაში, პედაგოგები: ბ. გოლდენვეიზერი, ნ. რაისკი, გ. გინზბურგი; დაბრუნდა თბილისში და სიცოცხლის ბოლომდე იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კამერული სიმღერის კლასის პედაგოგი, პროფესორი; საქართველოს რადიოკომიტეტის კონცერტმაისტერი; მისი მოწაფეები: ზ. სოტკილავა, მ. ქასრაშვილი, ა. ხომერიკი, ჯ. მდივანი, ლ. ცელოვალნიკი; წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობდა ქართველ მუსიკოსებთან, უპირატესად მომღერლებთან (დ. და ნ. ანდღულაძეები, პ. და მ. ამირანაშვილები, დ. ბადრიძე, დ. გამრეკელი, თ. გურგენიძე, ა. მიქაბერიძე, ნ. ხარაძე); ის იყო მრავალი ქართული ნაწარმოების პირველი შემსრულებელი; წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობდა ქართველ კომპოზიტორებთან: ი. ტუსკია, შ. მშველიძე, გრ. კილაძე, არჩ. კერესელიძე; აღნუსხა ქართული ვოკალური მუსიკა, შეადგინა ქართული ვოკალური მუსიკის ანოტირებული ქრესტომათია, აგრეთვე მეთოდური პროგრამები ყველა დონის ვოკალისტებისათვის, გამოსაცემად მოამზადა ქართველ კომპოზიტორთა რომანსები; ქართული რეპერტუარი: ქართველ კომპოზიტორთა საოპერო ნაწყვეტები, რომანსები, კამერულ-ვოკალური ნაწარმოებები, მათ შორის: ქ. თუმანიშვილი სამი რომანსი(ნ. ხარაძესთან ერთად), ო. ხუციშვილი სავიოლინო სკერცო (მ. ტიროშვილთან ერთად), ტ. ბაქრაძე სავიოლინო რონდო-სონატა (ი. ცხომელიძესთან), ა. ნასიძე ვოკალური ციკლი "ქართული ხალხური პოეზიიდან" (თ. ლაფერაშვილთან ერთად); საქართველოში მოღვაწე სომეხი პიანისტი, კონცერტმაისტერი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 236; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.- თბ., 1980.-გვ. 508




Share: