Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი გაჩეჩილაძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1936 წელს. მთარგმნელობითი მოღვაწეობა გ. გაჩეჩილაძემ სტუდენტობისას დაიწყო და გაამდიდრა ქართული ლიტერატურა შექსპირის, ბაირონის, შელის, ბერნსის, კიტსის, კიპლინგის, თომას მურის, ლონგფელოს, გოეთეს, ჰიუგოს, პუშკინის, ტიუტჩევის, შევჩენკოს, ბლოკის, ბრიუსოვის, ბაჟანისა და სხვათა შესანიშნავი თარგმანებით; ჯერ კიდევ ახალგაზრდამ, 22 წლისამ, თავის ორ დიდ მოძღვარს, შალვა ნუცუბიძესა და ერეკლე ტატიშვილის წარუდგინა ინგლისურად დაწერილი სადიპლომო შრომა ჯორჯ ბაირონის შემოქმედებაზე. ამ შრომის ქართული ვარიანტი 1928 წელს უნივერსიტეტმა დასტამბა შ. ნუცუბიძის რედაქტორობით. გ. გაჩეჩილაძის რედაქტორობით გამოიცა შექსპირის თხზულებათა ექვსტომეული ქართულ ენაზე; გარდა მთარგმნეობითი მოღვაწეობისა იგი ცნობილია როგორც თარგმნის თეორიის აღიარებული თეორეტიკოსი. ამ მიმართებით, მის კალამს ეკუთვნის შემდეგი გამოკვლევები: "მხატვრული თარგმანის თეორიის საკითხები", "რეალისტური თარგმანის პრობლემა"(1959); "მხატვრული თარგმანის თეორიის შესავალი"(1966), "წერილები ინგლისურ ლიტერატურაზე "შექსპირიდან გოლზუორთიმდე"(1967), "მხატვრული თარგმანი და ლიტერატურული ურთიერთობანი"(1972). ეს უკანასკნელი 1972 წელს გამოიცა მოსკოვში და თარგმნილია უცხო ენებზე. 1939 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ის მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კითხულობდა დასავლეთ ევროპული ლიტერატურის ისტორიის კურსსა და თარგმანის თეორიას; 1962 წლიდან ამავე უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის კათედრის გამგეა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(1961), პროფესორი(1962). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გოლზუორთის ფორსაიტების ქრონიკები", დაიცვა 1941 წელს. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002.- გვ.369; shakespeare.tsu.ge Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |