შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გაჩეჩილაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1958 წელს. 1963 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტიში; 1989–1991წწ. სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ერთაშორის ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარეა; 1991–1992წწ. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ერთა შორის ურთიერთობის საკითხებში; 1995 წელს ეროვნული თანხმობის დარბაზის თავმჯდომარის მოადგილე. ქართველ საზოგადოებას გიორგი გაჩეჩილაძემ გააცნო ამერიკის ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელთა ლიტერატურული მემკვიდრეობა, აგრეთვე ა. წერეთლისა და გრ. რობაქიძის გამოუქვეყნებელი წერილები. 1990 წელს აშშ-ში წაიკითხა ლექციების ციკლი საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.369; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |