The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლადო კანდელაკი

ოფიციალური სახელი:ვლადიმერ კანდელაკი
დაბადების თარიღი:11 იანვარი, 1928  (96 წლის)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1956 წელს (ვოკალური).

1956-2000წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი(ტენორი); 1965-1990წწ. "Союзконцерт"-ის სოლისტი; 1966 წლიდან თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის ვოკალის პედაგოგი, 1987 წლიდან პროფესორი; მოწაფეები: ა. ხოდაშელი, ზ. იაშვილი, გ. ქემერტელიძე, თ. ცქვიტავა; ქართული რეპერტუარი: თანდარუხი, მალხაზი (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), ბერდო (რ. ლაღიძე "ლელა"), მინდია (ო. თაქთაქიშვილი "მინდია"), ივანე ერისთავი (დ. თორაძე "ჩრდილოეთის პატარძალი"), მამა(ო. თაქთაქიშვილი "სამი ნოველა"), ახმადი (ა. ბალანჩივაძე); კამერულ-ვოკალური ნაწარმოებები: ზ. ფალიაშვილი, მ. ბალანჩივაძე, დ. არაყიშვილი, ი. კარგარეთელი, ო. თაქთაქიშვილი, ვ. აზარაშვილი, ა. მაჭავარიანი, ა. ჩიმაკაძე, რ. ლაღიძე; სხვა რეპერტუარი; კანიო (ლეონკავალო "ჯამბაზები"), ოტელო (ვერდი "ოტელო"), ერიკი (ვაგნერი "მფრინავი ჰოლანდიელი"), კავარადოსი (პუჩინი "ტოსკა"); მართავდა სოლო კონცერტებს; გასტროლებით იმოგზაურა: სსრკ, გერმანია, იტალია(სოლო კონცერტები და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან ერთად).

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 237

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ჰუმანიტარული და სახელოვნებო აკადემია, აკადემიკოსი (1989-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1991 - ღირსების ორდენი
  • 1975 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: