შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი გახოკიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ამიერკავკასიის ქიმიური ტექნოლოგიის ინსტიტუტი 1932 წელს. 1943 წლიდან გარდაცვალებამდე იყო თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქიმიის კათედრის გამგე. ერთდროულად მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქიმიის ინსტიტუტის, ქიმიურ–ფარმაცევტულ ინსტიტუტსა და სხვა ინსტიტუტებში; არის ნახშირწყლების ქიმიის ერთ–ერთი ფუძემდებელი ყოფილ სსრკ–ში. ცალკე აღნიშვნის ღირსია ა. გახოკიძის დამსახურება საქართველოში შაქრის წარმოების საქმეში; საქართველოში შაქრის წარმოების საკითხებით ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაინტერესებულა; მან ყოფილ საბჭოთა კავშირის მეცნიერებს შორის ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო კვლევა ნახშირწყლების ქიმიაში და მნიშვნელოვანი შედეგებიც მოიპოვა; პირველივე მეცნიერული ნაშრომის შედეგები, რომელიც ნახშირწყლების იზომერიზაციის საკითხებს ეხება, შესულია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლებისათვის განკუთვნილ ბევრ სახელმძღვანელოში; დაამუშავა ახალი ტიპის ნახშირწყლების მიღების ორიგინალური მეთოდი, რომელიც მსოფლიო სამეცნიერო ლიტერატურაში "გახოკიძის სინთეზის" სახელწოდებით არის ცნობილი; დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართულ ენაზე სახელმძღვანელოების შექმნის საქმეში; გამოსცა ორგანული ქიმიის კურსი, ორგანული და ბიოლოგიური ქიმიის სახელმძღვანელო, პრაქტიკუმი ქიმიის სხვადასხვა დარგში; სისტემატურად აქვეყნებდა მეცნიერულ-პოპულარული ხასიათის სტატიებს. ამ მხრივ აღსანიშნავია მისი წიგნი "ქიმია ადამიანის სამსახურში"; შექმნა ქიმიური ტექნოლოგიის სახელმძღვანელო, მონოგრაფია "ნახშირწყლების აგებულება" და ნახშირწყლების ვრცელი ორიგინალური ცნობარი ექვს ტომად. თბილისში ერთ-ერთ ქუჩას მინიჭებული აქვს მისი სახელი, ასევე მის მშობლიურ მარტვილში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას და სკოლას სოფ. ხუნწში მიენიჭა პროფესორ აკაკი გახოკიძის სახელი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.369 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |